გლდანის რაიონში შშმ პირებისთვის პანდუსები მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება, რისთვისაც იმ სადარბაზოების ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, კიდევ სამი კორპუსის - მუხიანის I მიკრორაიონის N17 კორპუსის IV სადარბაზოს, მუხიანის II მიკრორაიონის N18 კორპუსის IV სადარბაზოს და გლდანის V მიკრორაიონის N11 კორპუსის X სადარბაზოს ადაპტირება განხორციელდა.

„სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მისამართებზე ელექტროპანდუსები დამონტაჟდა. სამივე პანდუსის მონტაჟისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 135 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს გლდანის გამგეობის მიერ ჯამში, 5 ელექტროპანდუსი და 1 შშმ ლიფტი დამონტაჟდა.

შესრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025