რუსული მხარის მტკიცებით, სამხედრო აეროპორტში დივერსია აღკვეთეს, რომელსაც უკრაინული დაზვერვა დრონების გამოყენებით ცდილობდა

რუსეთის ეფესბესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღკვეთეს დივერსია დრონების გამოყენებით, რომლის მოწყობასაც უკრაინული დაზვერვა ივანოვოს რეგიონის აეროდრომზე ცდილობდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია, “რია ნოვოსტი“ სპეცსამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შეაჩერა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი დივერსიული და ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა ივანოვოს რეგიონის „სევერნის“ სამხედრო აეროდრომზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, „საბოტაჟისთვის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების მიტანა უკრაინის ტერიტორიიდან იგეგმებოდა“.

რუსული მედია წერს, რომ დივერსანტები დააკავეს და მიმდინარებს გამოძიება.

უკრაინულ მხარეს აღნიშნულზე საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში