ოლექსი დანილოვი - რუსეთს ყველაზე უარესი წინ ელოდება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთს ყველაზე უარესი მომავალში ელოდება.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საუბარი "ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ“ კატასტროფაზე, რომელშიც ის საბჭოთა კავშირის დაშლას გულისხმობდა, პროგნოზი აღმოჩნდა.

„"ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა", რომელზეც პუტინმა ისაუბრა, პროგნოზი აღმოჩნდა და არა ფაქტი. რუსეთისთვის კატასტროფა ახლა ხდება და ყველაზე უარესი წინ არის - დამარცხება, დაშლა, სასამართლო პროცესი, კონტრიბუცია“, - დაწერა დანილოვმა „ტვიტერზე“.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა