ტეხასში, მიგრანტების თავშესაფართან ავტომობილი ადამიანების ჯგუფს შეეჯახა, 8 მათგანი დაიღუპა

აშშ-ის ტეხასის შტატში, უსახლკაროთა და მიგრანტთა თავშესაფართან ახლოს, ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ადამიანებს დაეჯახა, რის შედეგადაც 8 მათგანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მექსიკის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ბრაუნსვილში მოხდა.

7 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მერვე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ჰოსპიტალიზებულია კიდევ 9 დაშავებული, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

მძღოლი დაკავებულია. ბრაუნსვილის პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, ჩაიდინა თუ არა მან დანაშაული განზრახ. ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა.

გამოძიება დაწყებულია და მასში გამოძიების ფედერალური ბიუროცაა ჩართული. ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის რამდენიმე მიგრანტია, სასაზღვრო პატრული მსხვერპლთა იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება