ალექსანდრე სირსკი - რუსები იმედოვნებენ, რომ ბახმუტს 9 მაისამდე აიღებენ, ჩვენი ამოცანაა, ეს არ დავუშვათ

რუსები ყველანაირად ცდილობენ ბახმუტის ხელში ჩაგდებას 9 მაისამდე, უკრაინელი ჯარისკაცების ამოცანა ქალაქის შენარჩუნებაა, - ამის შესახებ უკრაინის არმიის აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსებმა დაბომბვის ინტენსივობა გაზარდეს.

„რუსებმა მძიმე იარაღიდან დაბომბვის ინტენსივობა გაზარდეს, დაიწყეს უფრო მოწინავე ტექნიკის გამოყენება და ჯარების გადაჯგუფება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მტერი არ აპირებს გეგმების შეცვლას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბახმუტზე კონტროლი მოიპოვოს. დღეის მდგომარეობით, თავდაცვის ძალები ახერხებენ ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგის გეგმების ჩაშლას, მაგრამ რუსებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ 9 მაისამდე აიღებენ ქალაქს, ჩვენი ამოცანაა არ დავუშვათ ეს“, - განაცხადა ალექსანდრე სირსკიმ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი