უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 55 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, რუსები შეტევას ოთხი ძირითადი მიმართულებით ცდილობენ - ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით.
როგორც გენშტაბში აცხადებენ, ლიმანის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა წინსვლას სპორნის მიმართულებით და რამდენიმე საჰაერო და საარტილერიო დარტყმა განახორციელა.
"ქალაქ ბახმუტში ბრძოლა გრძელდება. მას მოწინააღმდეგე ცეცხლგამჩენი და ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით ბომბავს. მტერმა შეტევა განახორციელა ხრომოვოს, ივანოვკის, ჩასოვ-იარის და სტუპოჩეკის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გენშტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის თავდასხმები წარუმატებელი აღმოჩნდა ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით.