ინდოეთში ტურისტების ნავი გადაბრუნდა, დაიღუპა 21 ადამიანი

ინდოეთის კერალას შტატში ტურისტების ორსართულიანი ნავის გადაბრუნების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნავი გადატვირთული იყო.

ნავს დაახლოებით 40 მგზავრი გადაჰყავდა, როდესაც ის სანაპირო ქალაქ ტანურთან გადაბრუნდა.

კერალას შტატის მეთევზეობისა და ნავსადგურების განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები არიან, რომლებიც სასკოლო არდადეგებზე იმყოფებოდნენ.

10-მდე მგზავრი სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოთხი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. გადარჩენილებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ ბევრ მგზავრს სამაშველო ჟილეტი არ ეცვა.

მომხდარის გამო, კარალას შტატში ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა