თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ოჯახის წევრებთან ერთად, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ იმას, რომ ლაზარე გრიგორიადისი უკანონოდ არის დაკავებული და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, დაკავებულის ბაბუა, გია კალანდაძე "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, რომ სურს მისი შვილიშვილის საქმეში ნაფიცი მსაჯულები ჩაერთონ. "ნაფიცი მსაჯულების საკითხი ძალაში რჩება, ალბათ, დააინიცირებენ, მაგრამ როგორ დასრულდება ეს საკითხი, არ ვიცი. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ალბათ, სასამართლო პროცესი გადაიდება იმიტომ, რომ

არ ვიცით მოსამართლე ვინ არის. ჩემი შეფასებით, ამ საქმეს პოლიტიკური სახე აქვს მიცემული",-განაცხადა კალანდაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ლაზარე გრიგორიადისს მხარს უჭერს.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს