AI ლექტორი - ინოვაციური პროდუქტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან

ინოვაციური ციფრული პროდუქტი, AI ლექტორი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა, რომელიც სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ახალი ცოდნის მიღებას ან ცოდნის გაღრმავებას, ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში სთავაზობს. საწყის ეტაპზე, AI ლექტორი სხვადასხვა სასწავლო მოდულს წარმართავს. ესენია:

* კომპიუტერული ხედვა (Computer Vision);

* მანქანური სწავლების პრინციპები (Principles of Machine Learning (ML));

* ღრმა დასწავლა (Deep Learning (DL));

* ბუნებრივი ენების დამუშავება (Natural Language Processing (NLP)).

AI ლექტორი თავად ქმნის სასწავლო კურსს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უკეთ შესასწავლად, სხვადასხვა თემატიკის გარშემო აერთიანებს სილაბუსებს, ლიტერატურას, ტესტებს და სხვა დამხმარე რესურსს.

აღსანიშნავია, რომ კურსის გავლა შეუძლიათ არა მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებს, არამედ ყველა დაინტერესებულ მხარეს. კურსის მონაწილეები შეძლებენ ხარვეზების გარეშე, დამოუკიდებლად შეისწავლონ მათთვის სასურველი მოდული, დაწერონ ტესტი და მიიღონ უკუკავშირი შედეგების ან/და დაშვებული შეცდომების შესახებ.

AI ლექტორი უნიკალური ინოვაცური პროდუქტია, რომელსაც რამდენიმე ფუნქციონალური მახასიათებელი აქვს:

* ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლება;

* მაღალი დარგობრივი ექსპერტიზა;

* უწყვეტი ხელმისაწვდომობა;

* ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ტემპით სწავლა;

* გაერთიანებული ციფრული სასწავლო სივრცე;

* პორტფოლიოსთვის გამოსადეგ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.

BTU AI ლექტორი სტუდენტებს პერსონალიზებული სასწავლო გამოცდილების მიღებას სთავაზობს, რომელიც აკმაყოფილებს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და არის უნიკალური პროდუქტი რეგიონის საგანმანათლებლო სივრცეში.

AI ლექტორი ხელმისაწვდომია BTU-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

(R)

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!