ზურაბ აზარაშვილმა იაპონიის სრულუფლებიან ელჩ იმამურა აკირასთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, საქართველოში იაპონიის სრულუფლებიან ელჩ, იმამურა აკირასთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, გადადგმული ნაბიჯები და აქტივობები შეაფასეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესები ქვეყანაში ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს.

მათივე ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, ელჩს, მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. ასევე, შეხვედრას მისიის უფროსის მოადგილე ბატონი სუზუკი ტოშიიუკი ესწრებოდა.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025