5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორზე ძალადობაში 2 მსჯავრდებულს სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა

5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს - გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი მაღრაძესა და გიორგი წარუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 1 წლითა და 3 თვის ვადით ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, რომელიც მათ მოიხადეს. თუმცა, მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი სასჯელს კიდევ 1 წელი და 9 თვე მოიხდიან. გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზში დააკავეს, რაც შეეხება გიორგი წარუაშვილს, მის მიმართ ძებნა გამოცხადდება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, პროკურატურა სწორედ აღნიშნული ორი პირის მიმართ სასჯელის დამძიმებას ითხოვდა.

რაც შეეხება დანარჩენ 5 პირს, რომლებიც ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის სხვა ეპიზოდზე არიან მსჯავრდებულები, მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. კერძოდ, ზაზა ჭაავასთვის, მურად დევლარიშვილითვის შეფარდებული პატიმრობა ერთი წლის ვადით, ძალაში დარჩა, რომელიც მათ უკვე მოხდილი აქვთ. რაც შეეხებათ გენო გერმანიშვილს, გიორგი ხეჩუაშვილს და თედო ბურდულს, მათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, რაც ასევე ძალაში დარჩა, ისინი სასჯელს ამ დრომდე იხდიან.

მსჯავრდებული 7 პირიდან ნაწილი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის - თამარ თათარაშვილის, "ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის - ზურაბ ცერცვაძის, "ფორმულას" ფოტოგრაფის ვახტანგ ქარელისა და ნაწილი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში არიან მსჯავრდებულები.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო