გურამ მაჭარაშვილი - პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა ოპოზიციის საბოტაჟის მაგალითია - ამ პროცესში პრეზიდენტიც ჩაერთო

პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა ოპოზიციის საბოტაჟის მაგალითია - ამ პროცესში პრეზიდენტიც ჩაერთო, - აღნიშნული შეფასება უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, მექანიზმი, რაც დღეს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის კუთხით არსებობს, არ მუშაობს და არსებულმა რეგულაციებმა პრაქტიკაში პრობლემები შექმნა.

“არ მუშაობს სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ოპოზიცია გვყავს და ასეთ პოლიტიკურ პროცესებში ვართ. სახელმწიფომ და საზოგადოებამ არაფერი დააშავა. შესაცვლელია წესები და რეგულაციები, რომელიც არსად არ მოქმედებს და რატომღაც საქართველოსთვის მოიგონეს. ამიტომ ისეთ რეგულაციებს მივიღებთ, რომელიც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის კარგად იმუშავებს. მიღებული რეგულაციებით არც კონსტიტუცია დაირღვევა და მეორეს მხრივ, რეგულაციები ადეკვატური იქნება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველმა უმრავლესობამ “საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს