ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე აცხადებენ, რომ უმრავლესობამ კანონის საწინააღმდეგოდ არ მისცა მათ პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე აცხადებენ, რომ უმრავლესობამ კანონის საწინააღმდეგოდ არ მისცა მათ პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება. როგორც მათ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მათი არგუმენტების საპასუხოდ დააინიცირებენ რეგლამენტში ცვლილებებს, სადაც იმასთან ერთად, რომ ერთი სიიდან გასულ დეპუტატებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლიათ, მითითებული იქნება, რომ ამ უფლებით ერთი ბლოკიდან გასული დეპუტატებიც სარგებლობენ.

ამასთან, როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, მისი და რომან გოცირიძის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ იყო და კომიტეტმა ის დამატებით საკითხად განიხილა.

"როგორც საპროცედურო კომიტეტმა სრულიად კანონის საწინააღმდეგოდ განმარტა, მე და ბატონ რომანს ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს, რაც ნიშნავს, რომ მათ შეეშინდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ბერკეტებს, დამატებითი დროის გამოყენებას ჯგუფის მიერ.

მათი განმარტება იყო, რომ ჩვენ ერთიანი სიიდან გასულებს არ გვაქვს საშუალება პოლიტიკური ჯგუფის შექმნის, მაგრამ შევახსენებ კოლეგებს, რომ მსგავსი პრეცედენტები არსებობს პარლამენტში, ჩვენი ბლოკიდან გასულ დეპუტატებს აქვთ პოლიტიკური ჯგუფი შექმნილი და ეს არის კიდევ ერთი რეალური მაგალითი, რომ არ სურთ ოპოზიციის გაძლიერება პარლამენტში. თქვენ იცით, მე და რომან გოცირიძე გამოვედით ინიციატივით შეგვექმნა პოლიტიკური ჯგუფი ევროოპტიმისტები და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, მათ შორის, იმ ჩანაწერის ცვლილებების ინიციატივასაც მოვახდენთ, რომელსაც ეჭიდებიან, რაც რეალურად არაფერს ნიშნავს. ის რეპრესიული მექანიზმები, რაც ჩადებულია ოპოზიციის მიმართ, ამოქმედდა ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ,"- განაცხადა დეკანოიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, რეგლამენტში ცვლილებებს, სადაც დაკონკრეტებული იქნება, რომ ერთი ბლოკიდან გასულ დეპუტატებსაც აქვთ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება, დღესვე დააინიცირებენ.

"მათ უნდათ პარლამენტში ვიყოთ სუსტი ოპოზიცია, 3 წუთზე მეტი ჩვენ არ გვაქვს უფლება აზრის გამოთქმის არც ერთ კანონპროექტზე. მიიღეს რეგლამენტი სპეციალურად "ხალხის ძალისთვის", პუტინისტური ფრთისთვის, თუმცა, რა ფრთა - ვინ არის მთელი "ქართული ოცნება" ძალიან კარგად ხედავთ. თურმე შესაძლებელი ყოფილა "ქართული ოცნებიდან" გამოყოფილებმა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი და "ნაციონალური მოძრაობიდან" არა. დღესვე ჩვენ ვაინიცირებთ ახალ ცვლილებებს რეგლამენტში და იქვე, სადაც წერია, რომ ერთი სიიდან გასულებს შეუძლიათ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ერთი სიიდან ვართ, იქვე დავამატებთ ფრჩხილებში, რომ შეუძლიათ ასევე ერთი ბლოკიდან გასულებსაც შექმნან პოლიტიკური ჯგუფი,"- განაცხადა გოცირიძემ.

"ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ დეპუტატებს რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

მათ ამ ინიციატივაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარი უთხრა.

როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება აქვს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ და შემდეგ პარტია დატოვეს, მაგრამ ეს შესაძლებლობა, არსებული რეგლამენტით, საარჩევნო ბლოკის სიით გასულ იმ დეპუტატებზე არ ვრცელდება, რომელთა პარტიასაც პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის