გიგა ბოკერია საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე - უნდათ, კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ ცესკოს თავმჯდომარე

„ქართული ოცნება“ აქამდეც აკონტროლებდა ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას „ივანიშვილის გუნდის“ დამოკიდებულებას თამაშის წესებისა და კანონების მიმართ.

„ისინი აქამდეც აკონტროლებდნენ ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ. ამაზე საზოგადოების პასუხი უნდა იყოს წინასაარჩევნოდ იმ ატმოსფეროს შექმნა, როგორიც იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომ ან ვერ გაბედონ გაყალბება, ან თუ გაბედავენ, ამას მოჰყვეს ადეკვატური რეაქცია“, - თქვა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, მმართველმა უმრავლესობამ “საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო