ივანე ჩხაიძე - ჯანმო-ს განმარტებით, კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა და ქვეყნებს შეუძლიათ, ის მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი.

მისივე თქმით, კორონავირუსის ზემოქმედება საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე არის იმავე დონეზე, რა დონეზეც გრიპისა და სხვა ტიპის ვირუსები.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა. ეს ფორმულირება არ არის იდენტური პანდემიის დასრულების, ეს არის იდენტური საგანგებო მდგომარეობის დასრულების. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა, ანუ ქვეყნებმა უნდა მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, ისევე როგორც გრიპი და ადენოვირუსი იმართება. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრა, როგორც დაავადების გამომწვევი, მაგრამ მისი ზემოქმედება საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე არის იმავე დონეზე, რა დონეზეც გრიპისა და სხვა ტიპის ვირუსები.

ჯანმო განმარტავს, რომ მომდევნო პერიოდში ახალი მუტაციის გაჩენის რისკი არსებობს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო მუტაცია, რომელმაც მსოფლიოში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა 2021 წლის 26 ნოემბერს ჯანმოს მიერ კვალიფიცირებული იყო. თითქმის ორი წელია, ახალი მუტაცია არ გამოჩენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რისკიც მინიმალურია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი განცხადებაა და გარკვეულწილად, უკვე განსაზღვრავს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც. მაგალითად: ყველაზე მაღალი ლეტალობა კოვიდ-19-ით გამოწვეული 2021 წლის იანვარში იყო, როდესაც მსოფლიოში ერთ კვირაში ასი ათასი ადამიანი დაიღუპა, ეს მაჩვენებელი აპრილის ბოლო კვირაში სამი ათასი იყო. შესაბამისად, ციფრებიც ნათლად მეტყველებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და მიუთითებს იმაზე, რომ ამ თვალსაზრისით კორონავირუსი, როგორც ლეტალობის, ასევე ავადობის მხრივ ძალიან შემცირებულია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პ;რესკონფერენციაზე.

ლევან ლორთქიფანიძე - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საგარეო პოლიტიკა არ არის აცდენილი ერთმანეთს - დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უარყოფის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის გარეშე არ მიღებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2024
ახალ სტრატეგიულ პერიოდში „პაშა ბანკი საქართველო“ მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი მთავარი არჩევანი ადგილობრივი კორპორატიული მომხმარებლებისთვის