ოდესაში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, „წითელი ჯვრის“ ჰუმანიტარული დახმარების საწყობი განადგურდა

რუსეთის მიერ ოდესის ოლქის დაბომბვის შედეგად „წითელი ჯვრის“ ჰუმანიტარული დახმარების საწყობი განადგურდა და მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა შეჩერდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ოდესის ოლქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მთლიანად განადგურდა უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოების ოდესის რეგიონალური ორგანიზაციის 1000 კვ.მ.-ზე მდებარე საწყობი. ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ჰუმანიტარული დახმარება ოდესის ოლქისთვის, რომელიც საწყობში ინახებოდა“, - აცხადებენ „წითელი ჯვრის“ პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის დროს ორგანიზაციის თანამშრომლები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ.

ამასთან, „წითელი ჯვრის“ ცნობით, 7 მაისის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა „წითელი ჯვრის“ მიკოლაივის რეგიონული ორგანიზაციის მობილური საავადმყოფო.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში, კიევზე კი დრონებით თავდასხმა განახორციელეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს