„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, “ყარადაღ-თბილისის" დ 700 მმ-იანი მაგისტრალურ გაზსადენზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, მიმდინარე წლის 10 მაისს, 6:00 საათიდან 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდება „ახალი სამგორისა“ და „ნასა+“- ის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

„კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალ სამგორს, პატარა გამარჯვებას, დიდ გამარჯვებასა და ფოლადაანთ კარს.

გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში, საავარიო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო