საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ „თიბისი ბანკის“ საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ „თიბისი ბანკის“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB – “-დან „BB“ დონემდე, ხოლო მდგრადობის რეიტინგი „bb-'’დან „bb’’- მდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
ამასთან, პროგნოზი კვლავ „სტაბილურ“ ნიშნულზე შენარჩუნდა.
მათივე ცნობით, „Fitch Ratings“-ის განცხადებით, „თიბისის“ საკრედიტო რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლებით და ბიზნეს პროფილით, რაც დასტურდება „თიბისის“ მაღალი მომგებიანობითა და ძლიერი კაპიტალის პოზიციით.
"ჩვენ ძალიან გვახარებს „თიბისის“ საკრედიტო რეიტინგის გაზრდასთან დაკავშირებით „Fitch Rating“-ის გადაწყვეტილება. ეს სარეიტინგო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის ფუნდამენტურ ფინანსურ სიძლიერესა და რისკის მყარ პროფილს, რაც გამოხატულია აქტივების ჯანსაღი ხარისხით და მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლებით" , - განაცხადა „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

























