რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა რვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის - აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს, ასევე ორი არაღიარებული რესპუბლიკის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
გარდა ამისა, კრემლის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პუტინმა საქართველოსა და მოლდოვას ხალხს „მილოცვა“ გაუგზავნა. "მესიჯის" ტექსტიდან ირკვევა, რომ ეს არ არის მილოცვა ამ ქვეყნების ლიდერებისადმი.
„დღეს ჩვენი მორალური მოვალეობაა წმინდად შევინარჩუნოთ ჩვენი მამებისა და ბაბუების მიერ ნაანდერძები მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დავუშვათ, რომ დამახინჯდეს ისტორიული სიმართლე დიდი სამამულო ომის შესახებ, ისევე როგორც ნაცისტების გამართლება, თანამზრახველები და ამჟამინდელი იდეოლოგიური მემკვიდრეები“, - ნათქვამია პუტინის განცხადებაში.