დავით მათიკაშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეთმურატ მურატოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს: იმსჯელეს ეკონომიკური თანამშრომლობის, ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ და საქართველოსა და თურქმენეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

„ბატონმა ელჩმა გამოთქვა სრული მზადყოფნა ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

21 მაისს, მეგობრობის ჯგუფის ფორმატში ვგეგმავთ თურქმენეთში ვიზიტს, სადაც კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ურთიერთობები ორ მეგობარ ქვეყანას შორის კიდევ უფრო განმტკიცდეს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით მათიკაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს