პროკურატურა - საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მომავალი თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ელენე ღუდუშაური ესწრებოდნენ.

“შეხვედრის მონაწილეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ფორმატსა და კოორდინაციის მექანიზმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სისხლის სამართლის პოლიტიკას, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკას, ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, პროკურორების სპეციალიზაციას და სხვა საკითხებს.

სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა და მის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები ხელშესახებ შედეგს მოიტანს ერთი მხრივ დაზარალებულთა, ხოლო მეორე მხრივ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-generalurma-prokurorma-irakli-shoTaZem-da-saxalxo-damcvelma-levan-ioselianma-momavali-Ta

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო