ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, კვირის ბოლოს, ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოსალაპარაკებლად შეხვდება. ამის შესახებ Financial Times-ი და Politico წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან.
FT-ის ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა კვირას, 14 მაისს არის დაგეგმილი, Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამიტი 13-14 მაისს გაიმართება და მისი დღის წესრიგის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა ბრიუსელში თუ ნამდვილად შედგა, ეს იქნება პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც მათ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის საზღვრებს შორის კომუნიკაცია მოხდა.
ბოლო შეხვედრა ბაქოსა და ერევნის წარმომადგენლებს შორის გასულ კვირას გაიმართა, როდესაც ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ, რის შემდეგაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მათ ურთიერთობაში „მნიშვნელოვანი პროგრესია“ მიღწეული.
Financial Times-ი დასძენს, რომ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს და სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ასევე სურთ მორიგი შეხვედრის ორგანიზება 1 ივნისს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მონაწილეობით.