ჯოზეფ ბორელი ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს ტელეფონით ესაუბრა.

საუბრის შემდეგ ბორელმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მხარეებმა განიხილეს თეირანისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლობის საკითხი.

„მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ირანმა უნდა გააგრძელოს ეს. შეაჩეროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერა და შეწყვიტოს ევროკავშირის მოქალაქეების ინსტრუმენტალიზაცია", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, ბორელმა დაგმო შვედეთ-ირანის ორმაგი მოქალაქის სიკვდილით დასჯა.

„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდოლაჰიანთან საუბრისას, მე მკაცრად დავგმე შვედეთ-ირანის მოქალაქის ჰაბიბ ჩააბის სიკვდილით დასჯა“, - აღნიშნა ბორელმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება