კიევის ადმინისტრაცია - დედაქალაქის თავზე რუსების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელებმა, წინასწარი ინფორმაციით, კიევის თავზე მტრის ბომბდამშენიდან გასროლილი ყველა რაკეტა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა კასპიის ზღვის რეგიონიდან, „ტუ-95MS“ ტიპის 4 სტრატეგიული ბომბდამშენის გამოყენებით.

სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად გოლოსევსკის რაიონში, კერძო სახლის ეზოში ხანძარი გაჩნდა. მისი ინფორმაციით, რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს საავტომობილო გზაზე შევჩენკოს რაიონშიც.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო