ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადსა და ქალაქ ნოვი-სადში გამართულ საპროტესტო აქციებს, დედაქალაქ ბელგრადში და სხვა ქალაქში გასულ კვირაში ორი მასობრივი სროლის შემდეგ, ათიათასობით სერბი შეუერთდა.
მომიტინგეები ხელისუფლების მაღალჩინოსნების, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ უნდა დაიხუროს ის მედიასაშუალებები, რომლებიც, მათი თქმით, ძალადობას უწყობენ ხელს.
სერბეთის განათლების მინისტრმა ბრანკო რუზიჩმა კვირას თანამდებობა დატოვა, თანამდებობიდან გადადგომის წერილში კი მოხსენიებულია “კატაკლიზმური ტრაგედია” სკოლაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შესახებ.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საპროტესტო აქციები დაგმო და ოპოზიცია ეროვნული ტრაგედიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, მზადაა თავისი პარტიის პოპულარობა ვადამდელ არჩევნებზე გამოცადოს.
„გავაგრძელებ მუშაობას და არასდროს დავიხევ უკან ქუჩის და ბრბოს წინაშე. ვნახოთ, იქნება ეს მთავრობაში ცვლილების განხორციელება თუ არჩევნები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთში გასულ კვირას ორ მასობრივ სროლას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი სროლა ბელგრადის სკოლაში მოხდა, რის შედეგადაც 8 ბავშვი დაიღუპა. მომხდარის გამო სერბეთის განათლების მინისტრმა, ბრანკო რუზიჩმა თანამდებობა დატოვა.