ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებულ ავიაიერიშებს „ისლამური ჯიჰადის“ მეთაურები ემსხვერპლნენ

ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად სულ მცირე 12 პალესტინელი, მათ შორის დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ სამი მეთაური დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა შორის სამი ქალი და სამი ბავშვია.

მათივე ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 20 ადამიანი. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაიწყეს ოპერაცია, რომლის სამიზნესაც ბოევიკები წარმოადგენენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, მათმა ავიაციამ სამი ბოევიკის გარდა, 10 ტერიტორიას დაარტყა, რომელსაც „ისლამური ჯიჰადი“ იარაღის დასამზადებლად იყენებდა და ასევე 6 სამხედრო ობიექტი გაანადგურა. „ისლამურმა ჯიჰადმა“ პირობა დადო, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების გამო შურს იძიებენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში