პარტია „საქართველოსთვის“ საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეების სასკოლო კვების უზრუნველყოფის ინიციატივით გამოდის

პარტია „საქართველოსთვის“ გამოვდივართ ინიციატივით, საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეების სასკოლო კვების უზრუნველყოფის შესახებ, - ამის შესაზებ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის ინიცირება პარტია „საქართველოსთვის" მიერ ყველა საკრებულოში მოხდება.

„აღნიშნული საკითხის ინიცირება პარტია "საქართველოსთვის" ადგილობრივი გუნდის წევრების მიერ მოხდება ყველა საკრებულოში. 21 აპრილს უკვე დავაყენეთ საკითხი ბათუმის საკრებულოში.

კვლევა, რომელიც სახელმწიფო ორგანოს, საქსტატის მიერ არის ჩატარებული, გვაჩვენებს, რომ სასკოლო საათებში კვება უმნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა სასკოლო საათებში შიმშილობს. მაშინ, როდესაც დაბალანსებული კვება მოსწავლის ფიზიკური, მენტალური, ემოციური, კოგნიტური განვითარებისა და ჯანმრთელობის წინაპირობაა.

ბავშვების ერთ მესამდეზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სკოლის საათების განმავლობაში. 38% - არარეგულარულად და ბავშვების მხოლოდ ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) იკვებება ყოველდღიურად სკოლის საათების განმავლობაში.

მსოფლიოში არსებული სასკოლო კვების მოდელების ანალიზის ცხაყოფს, რომ ოპტიმალური ვარიანტია „სადილის ყუთის“ („ლანჩბოქსის) მოდელი” - განაცხადა აკაკი გვიანიძემ.

მისი თქმით, პარტია “საქართველოსთვის” ინიციატივის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტენდერის გზით შერჩეული პირი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს, წლის განმავლობაში, სასწავლო დღეებში მიაწვდიან მოსწავლისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ სადილის ყუთებს, გათვალისწინებული იქნება ინკლუზიური მიდგომა.

„პროგრამის ბიუჯეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და „სადილის ყუთის“ შიგთავსის გათვალისწინებით.

სტანდარტიზირებული ფასი ერთ მოსწავლეზე წელიწადში შეადგენს 44 აშშ დოლარს.

ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა არის ზეპარტიული საკითხი, ამიტომ, მოვუწოდებთ საკრებულოებს და განსაკუთრებით მერებს, ჩართულობისა და თანამშრომლობისკენ”,- განაცხადა აკაკი გვიანიძემ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს