ვლადიმერ პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ ნამდვილი ომი გაჩაღდა, მაგრამ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას

რუსეთის წინააღმდეგ კვლავ გაჩაღდა ომი, მაგრამ ქვეყანამ საკადრისი პასუხი გასცა საერთაშორისო ტერორიზმს, ის უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას და ასევე დაიცავს დონბასის მცხოვრებლებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ნამდვილი ომი კიდევ ერთხელ გაჩაღდა, მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მცხოვრებლებსაც, უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას", - აღნიშნა პუტინმა აღლუმზე.

მისი თქმით, ქვეყანა ამაყობს იმ ადამიანებით, ვინც ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს.

„ახლა თქვენს სამხედრო საქმეზე მნიშვნელოვანი არაფერია. ქვეყნის უსაფრთხოება ახლა თქვენზეა დამოკიდებული. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ხალხის მომავალი. თქვენ ღირსეულად ასრულებთ თქვენს სამხედრო მოვალეობას, იბრძვით რუსეთისთვის", - განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას დასავლეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ანადგურებენ ტრადიციულ ღირებულებებს, რათა განაგრძონ თავიანთი წესების კარნახი.

„დასავლეთის ქვეყნები პროვოცირებენ კონფლიქტებს და გადატრიალებებს, ანადგურებენ ტრადიციულ ღირებულებებს, რათა განაგრძონ თავიანთი წესების კარნახი, ფაქტობრივად - ძარცვისა და ძალადობის სისტემა, - აღნიშნა პუტინმა.

„ვთვლით, რომ ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც უპირატესობას ემყარება, არსებითად ამაზრზენი და კრიმინალურია, თუმცა, დასავლური გლობალისტური ელიტები კვლავ საუბრობენ მათ ექსკლუზიურობაზე, ადამიანებს ერთმანეთს ჰკიდებენ, საზოგადოებას ყოფენ, იწვევენ სისხლიან კონფლიქტებსა და გადატრიალებებს, თესავენ სიძულვილს, რუსოფობიას, აგრესიულ ნაციონალიზმს, ანადგურებენ ოჯახურ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებიც ადამიანს ადამიანად აქცევს“, - განაცხადა პუტინმა აღლუმზე.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ვლადიმერ პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ ნამდვილი ომი გაჩაღდა, მაგრამ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას

რუსეთის წინააღმდეგ კვლავ გაჩაღდა ომი, მაგრამ ქვეყანამ საკადრისი პასუხი გასცა საერთაშორისო ტერორიზმს, ის უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას და ასევე დაიცავს დონბასის მცხოვრებლებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ნამდვილი ომი კიდევ ერთხელ გაჩაღდა, მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მცხოვრებლებსაც, უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას", - აღნიშნა პუტინმა აღლუმზე.

მისი თქმით, ქვეყანა ამაყობს იმ ადამიანებით, ვინც ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს.

„ახლა თქვენს სამხედრო საქმეზე მნიშვნელოვანი არაფერია. ქვეყნის უსაფრთხოება ახლა თქვენზეა დამოკიდებული. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ხალხის მომავალი. თქვენ ღირსეულად ასრულებთ თქვენს სამხედრო მოვალეობას, იბრძვით რუსეთისთვის", - განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას დასავლეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ანადგურებენ ტრადიციულ ღირებულებებს, რათა განაგრძონ თავიანთი წესების კარნახი.

„დასავლეთის ქვეყნები პროვოცირებენ კონფლიქტებს და გადატრიალებებს, ანადგურებენ ტრადიციულ ღირებულებებს, რათა განაგრძონ თავიანთი წესების კარნახი, ფაქტობრივად - ძარცვისა და ძალადობის სისტემა, - აღნიშნა პუტინმა.

„ვთვლით, რომ ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც უპირატესობას ემყარება, არსებითად ამაზრზენი და კრიმინალურია, თუმცა, დასავლური გლობალისტური ელიტები კვლავ საუბრობენ მათ ექსკლუზიურობაზე, ადამიანებს ერთმანეთს ჰკიდებენ, საზოგადოებას ყოფენ, იწვევენ სისხლიან კონფლიქტებსა და გადატრიალებებს, თესავენ სიძულვილს, რუსოფობიას, აგრესიულ ნაციონალიზმს, ანადგურებენ ოჯახურ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებიც ადამიანს ადამიანად აქცევს“, - განაცხადა პუტინმა აღლუმზე.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა