სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარის ინიციატივით, ბაკურიანში, უწყებათშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარის, ეკატერინე ორჯონიკიძის, ინიციატივით ბაკურიანში, იუსტიციის სახლის შეხვედრების დარბაზში უწყებათშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ ავრცელებს.

როგორს მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნია, სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის, „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრის მიზანს ბაკურიანში არსებული გამოწვევების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხილვა წარმოადგენდა.

სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარის განმარტებით, ბაკურიანში არაერთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ეკატერინე ორჯონიკიძის თქმით, პროექტების მიმდინარეობის დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია და სწორი ინფორმაციის მიწოდება თითოეული ნაბიჯის შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი სამუშაოები დათქმულ ვადებში განხორციელდეს. შესაბამისი უწყებები კი ინტენსიურ კომუნიკაციაში იქნებიან მოსახლეობასთან, რათა პროექტების განხორციელების დროს შექმნილი დისკომფორტი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს