გია ვოლსკი - ოპოზიციამ საბოტაჟის მთელი კასკადი შექმნა, რომ ცესკო არ არსებობდეს

მხოლოდ 6 თვე მუშაობდეს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები, როდესაც ასეთი მაღალი პასუხისმგებლობის საქმიანობა აქვთ ჩასატარებელი 2024 წლის არჩევნებისთვის, შეუძლებელია გაგრძელდეს ასეთი გაურკვეველი ვითარება, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას არის თუ არა ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესში დაინიცირებული ცვლილებები დემოკრატიული.

ამასთან, ვოლსკი გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე მსჯელობის პროცესში, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევაში მსგავსი ცვლილების ინიცირება სტატუსის მიღების საბოტაჟია. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, თავად ოპოზიციამ უზრუნველყო ის, რომ კონსენსუსის თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა.

„ცესკოს თავმჯდომარე ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეაფასა როგორც მაღალი პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანი და მთლიანად ორგანიზაცია შეფასდა ძალიან მაღალ დონეზე. ამისდა მიუხედავად, პრეზიდენტმა თავისი კანდიდატურა არ წარმოადგინა, ვინაიდან ანგარიში გაუწია ოპოზიციას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ოპოზიციამ დესტრუქციას მიმართა განზრახ, გარკვეული მიზნით, იმისთვის, რომ კონსენსუსი არ შემდგარიყო. ასეთ პირობებში მხოლოდ 6 თვე მუშაობდეს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები, როდესაც ასეთი მაღალი პასუხისმგებლობის საქმიანობა აქვთ ჩასატარებელი 2024 წლის არჩევნებისთვის, შეუძლებელია რომ გაგრძელდეს ასეთი გაურკვეველი ვითარება და ჰაერში გამოკიდებული თავმჯდომარე და წევრები. აქედან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილება იქნება შესაბამისი იმ შეფასებებისა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ და ვფიქრობ, სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ მას შემდეგ, რაც კანდიდატურები იქნება განხილული პარლამენტში.

ოპოზიციამ საბოტაჟის მთელი კასკადი შექმნა, რომ ცესკო არ არსებობდეს და მუდმივად იყოს ამ მოულოდნელი ცვლილებების მოლოდინში. ადამიანები მუშაობენ, საგანგებო ვითარებაა, არჩევნებთან დაკავშირებით არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ელექტრონულად ტარდება და პროპორციული, წარმოიდგინეთ რამხელა რეფორმა მოხდა ამ სისტემაში და ამათ, ამ მართლა საბოტაჟის სცენარისტებს მოუნდათ უცებ თემის სხვა საკითხზე გადატანა, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყოს ის ადამიანი, ვისაც უმრავლესობა უჭერს მხარს. უმრავლესობა იმიტომ კი არ უჭერს მხარს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია ეს კონკრეტული ადამიანი, არამედ იმიტომ, რომ მისი საქმიანობის შეფასებაა ძალიან მაღალ დონეზე აწეული. ასე რომ, საბოტაჟი ძალიან რბილი შეფასებაა იმისა, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო