ანტონიო გუტერეში - უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ მომენტში შეუძლებელია, ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ გამარჯვება შეუძლიათ

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ამჟამად რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის პერსპექტივა არ არსებობს, რადგან ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ შეუძლიათ გაიმარჯვონ.

„სამწუხაროდ, არ ვფიქრობ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ მომენტში შესაძლებელია. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ შეუძლიათ გაიმარჯვონ. ეს იყო რუსეთის შეჭრა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო კანონს და გაერო-ს წესდებას, მაგრამ ვერ ვხედავ რუსეთის მზადყოფნას, რომ გავიდეს ტერიტორიებიდან, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულია და ვფიქრობ, უკრაინას აქვს იმედი, რომ დაიბრუნებს მათ“, - აღნიშნა გუტერეშმა ესპანურ გამოცემა El País-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, გაერო-ს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ორივე მხარესთან დიალოგი ჰქონდეს კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისა და რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტი საკითხები.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა