სპეციალური საგამოძიებო სამსახური - სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლებით უკვე 100-მდე მოქალაქემ ისარგებლა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა მოქალაქეს მის სისხლის სამართლის საქმესთან წვდომისა და საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცა და ამ უფლებით უკვე 100-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა იმ მოქალაქეს და პოტენციურ დაზარალებულს, რომელიც შეიძლება არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყოს, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცა.

„ეს გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელია, რომელიც სრულად შეესაბამება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც პირველია საგამოძიებო ორგანოებისთვის, სავარაუდო მსხვერპლს უფლება აქვს პირადად გაეცნოს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, ვიდეო, აუდიო და საქმის სხვა მასალებს. ასევე, გამოთქვას მოსაზრებები და მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. აღნიშნული უფლების გამოყენებით მოქალაქე უშუალოდ აკვირდება გამოძიების მიმდინარეობას და თავად მონაწილეობს ამ პროცესში.

ამ წესის ამოქმედებიდან დღემდე, 100-მდე დაინტერესებულმა მოქალაქემ და მათმა ადვოკატმა ისარგებლა უკვე ამ შესაძლებლობით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მთავარ პრიორიტეტს გამჭვირვალე გამოძიების სტანდარტების დახვეწა და პოტენციურ მსხვერპლთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა წარმოადგენს.

არასათანადო მოპყრობის მსხვერპლისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და ინფორმაციის მიწოდების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცდა და 2022 წლის 27 ივლისიდან ამოქმედდა“, - აღნიშნულია სპეციალური საგამოძებო სამსახურის ანგარიშში.

ვრცლად ანგარიშის შესახებ - https://sis.gov.ge/uploads/files/642b00b19d11a_specialuri-sagamodziebo-samsaxuris-2022-wlis-saqmianobis-angarishi.pdf

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი