იაგო ხვიჩია - ლაპარაკი შეიძლება ყველაფერზე, რევოლუციაზეც, ვერც იარაღის დაშლა- აწყობის სწავლაში ვხედავ პრობლემას - არანაირი რევოლუციონერი ის ხალხი არ არის

ლაპარაკი შეიძლება ყველაფერზე, რევოლუციაზეც, ვერც იარაღის დაშლა- აწყობის სწავლაში ვხედავ პრობლემას - არანაირი რევოლუციონერი ის ხალხი არ არის, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მისაღებია თუ არა ზურაბ ჯაფარიძის ტრენინგებზე რევოლუციაზე საუბარი.

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში არჩევნებს აყალბებენ და ტირანია და მონობაა, მაშინ აჯანყება ლეგიტიმური კი არა, ერთადერთი მორალური გზაა, თუმცა, საქართველოში რევოლუციაზე არავინ ფიქრობს.

"ლაპარაკი შეიძლება ყველაფერზე, რევოლუცია იქნება, ომი თუ სხვა. ლაპარაკს იმიტომ აქვს აზრი, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ასევე, პრობლემას ვერ ვხედავ, ვიღაც რომ იარაღის დაშლა - აწყობას სწავლობდეს, მაგრამ პრობლემას ვხედავ როცა, მე ვიცნობ მათ, ვინც მონაწილეები არიან, ვიცი, რომ არანაირი რევოლუციონერები არ არიან, თავშიც ეს არასდროს მოსვლიათ და იმის გამო, რომ სახელისუფლებო საშუალებებს უნდათ ის რევოლუციონერად გამოაჩინონ, მთელ საზოგადოებას ტყუილს ეუბნებიან, რადგან არანაირი რევოლუციონერი ის ხალხი არ არის, არც არასდროს უცდიათ და არც მომავალში გვემუქრება ეს საფრთხე, თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი არასწორი ნარატივია.

ზოგადად, ხელისუფლება თუ შესაცვლელია, ნებისმიერი გზით უნდა შეცვალო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი მცდელობა უნდა იყოს მშვიდობიანი, არჩევნების გზით, ისე, რომ მერე არ გაირკვეს ვინ არის ახალი ბელადი და ამ თემაზე არ დავიწყოთ საუბარი. თუ ქვეყანაში არჩევნებს გიყალბებენ, თუ ტირანია და მონობა გაქვს მოწყობილი, მაშინ რა თქმა უნდა, აჯანყება ლეგიტიმური კი არა, ერთადერთი მორალური გზა არის, უბრალოდ, ჩვენ რა სიტუაციაში ვართ ეს სხვა ამბავია და ზოგადად, ქართველი პოლიტიკოსები რომ რევოლუციაზე ლაპარაკობენ არ დაიჯეროთ, ისინი სხვა რამეებს გულისხმობენ, როგორც წესი. რევოლუცია შეყვირებით არ ხდება, მას სხვა ტიპის მომზადება სჭირდება, სხვა პროცესის ნაწილია, რომლის მცდელობაც კი არ ჰქონია ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ჩვენ სულ ვეძებდით ასეთ რევოლუციონერებს თავის დროზე ოპოზიციაში და აღმოვაჩინეთ, რომ არავითარი რევოლუციის მომწყობი ეს ხალხი არ არის, საქმე გვაქვს ლაპარაკთან საქმის ნაცვლად,"- განაცხადა ხვიჩიამ.

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ რევოლუციაზე საუბარი არის ჩვეულებრივი ამბავი და ამაზე ლექციებზეც საუბრობს და ბანაკებშიც თუკი ახალგაზრდები კითხვას დასვამენ რევოლუციასთან დაკავშირებით.

ჯაფარიძის განმარტებით, დასავლეთში, როდესაც ხელისუფლება იტყუება, ქუჩაში ბევრი ხალხი გამოდის და პრობლემებს ქმნის, „ხოლო ჩვენ ეს გზა ჯერ გასავლელი გვაქვს“.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა