კახა კალაძე - ვიდრე BBC ჟურნალისტურ გამოძიებას არ ჩაატარებდა, არ გქონდათ ამ თემაზე ინფორმაცია და არ გსმენიათ იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემას წარმოადგენდა აღნიშნული „ქოლ-ცენტრები“ და ვინ იდგა ამის უკან?

ვიდრე ტელეკომპანია BBC ჟურნალისტურ გამოძიებას არ ჩაატარებდა, თქვენ რა, არ გქონდათ ამ თემაზე ინფორმაცია და არ გსმენიათ იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემას წარმოადგენდა აღნიშნული „ქოლ-ცენტრები“ და ვინ იდგა ამის უკან? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ქოლ-ცენტრები“ იმის გამო ვერ იარსებებს საქართველოში, რომ შესაბამისმა უწყებებმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს.

„ის ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, ის თაღლითური სქემა, რომელიც გამოვლინდა, პირველ რიგში, ეს არის საქართველოს შესაბამისი უწყებების დამსახურება. ეს არის სუს-ი, პროკურატურა, შსს, ამ უწყებების უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ფაქტების გამოვლენა. ვიდრე ტელეკომპანია BBC ჟურნალისტურ გამოძიებას არ ჩაატარებდა, თქვენ რა, არ გქონდათ ამ თემაზე ინფორმაცია და არ გსმენიათ იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემას წარმოადგენდა აღნიშნული „ქოლ-ცენტრები“ და ვინ იდგა ამის უკან? პირველი, რა თქმა უნდა, საქართველოს უწყებები იყო, ვინც ამ მიმართულებით დაიწყო გამოძიება, კონკრეტული საქმის მასალების მოკვლევა, შემდეგ მოხდა ჩვენი ევროპელი კოლეგების, სახელმწიფოების ჩართულობა, გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამის გადაწყვეტილებებს დაველოდოთ.

„ქოლ-ცენტრი“ შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდეს, მაგრამ ის თაღლითური „ქოლ-ცენტრები“, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ზუსტად იმიტომ ვერ იარსებებს და ჰქონდათ პრობლემები, რომ საქართველოში შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს გადაწყვეტილებები და კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო