კახა კალაძე - თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე „რუსეთუმეს“ იარლიყს მოგაკერებენ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასაშუალებების ნაწილის მიერ რეპერ „მასტერის“ დაბლოკვის შესახებ ინფორმაციას და კლიპის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს მომღერალს ან რომელიმე ხელოვანს თუ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, მაშინვე „მოკვეთილი იყო ყველაფრიდან“.

„აქ სიახლე არაფერია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე არის მცდელობა, მოგაკერონ „რუსეთუმეობა“. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იგივეს აკეთებდნენ, ახალი არაფერი ხდება. თქვენ რა, არ გახსოვთ, მომღერალს ან რომელიმე ხელოვანს თუ ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება, მოკვეთილი იყო ყველაფრიდან? ხომ არ დაგვავიწყდა ეს რეალობა? დღეს იგივეს აკეთებენ, უბრალოდ ბერკეტები არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ. შეიძლება საკუთარ ტელევიზიაში არ დაპატიჟონ, დააბულინგონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, სახლში მიუცვივდნენ და ასე შემდეგ. ესენი არიან ჩამოყალიბებული ფაშისტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი