„აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს აბუ დაბის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე ეცნობიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბის საინვესტიციო ფორუმში - AIM 2023 მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში" ავრცელებს.

მათი ცნობით, ფორუმის ფარგლებში სააგენტო ფორუმის ვიზიტორებსა და სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს.

„წლევანდელ ფორუმზე საქართველო სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი და ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს და ეკონომიკურ გარემოს და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე.

ფორუმის ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს სპარსეთის ყურის ქვეყნების 20-მდე კომპანიასთან, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ბიზნესს კლიმატს გააცნობს.

საინვესტიციო ფორუმის მიმდინარეობისას მიხეილ ხიდურელი ასევე მონაწილეობას მიიღებს AIM 2023-ის ფარგლებში დაგეგმილ პანელზე , სახელწოდებით - „ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკური ზრდისთვის".

წლევანდელი საინვესტიციო ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმის მთავარია თემაა - „საინვესტიციო პარადიგმის ცვლა: მომავალი საინვესტიციო შესაძლებლობები მდგრადი ეკონომიკური ზრდის, დივერსიფიცირებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის".

ფორუმში მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნის ინვესტირები, ექსპერტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობენ.

AIM-ის ფორუმი წელს მეთორმეტედ იმართება. წლების განმავლობაში აბუ დაბის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდა 174 ქვეყანა, გაიმართა 3 000-ზე მეტი გამოფენა, ფორუმს დაესწრო 125 000-ზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 700-მდე მაღალი რანგის წარმომადგენელი. წლევანდელ ფორუმს ღონისძიების ორგანიზატორები 20 ათასზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს