საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივანი, ქეთევან თურაზაშვილი მალტაში ემიგრანტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეები ავრცელებს.
ქეთევან თურაზაშვილი მალტის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრობლემებსა და გამოიწვევს, რასთან გამკლავებაც ქართველ ემიგრანტებს საზღვარგარეთ უწევთ.
თურაზაშვილის განაცხადებით, მალტაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
„რამდენიმე მათგანი ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი აღმოჩნდა. ისინი დაუღალავად შრომობენ, რომ უკეთესი პირობები ჰქონდეთ მათ შვილებს.
მალტაში ყველა ემიგრანტი აღნიშნავდა, დღესვე დაბრუნდებოდნენ სამშობლოში, რომ იყოს შესაბამისი პირობები. ფიქრობენ, რომ საქართველოში ვერ იპოვიან შესაფერის სამსახურს და ელოდებიან ისეთ დროს, როდესაც შესაბამისი პირობები იქნება ჩვენ ქვეყანაშიც როგორც საცხოვრებლად ასევე პიროვნული განვითარებისთვის.
ვისურვებდი, საქართველო მალე ისე მოძლიერდეს, რომ ყველა მათგანმა შეძლოს სამშობლოში დაბრუნება”,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ქეთევან თურაზაშვილმა.