რუსეთის კურგანის ოლქში ხანძარს 21 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, კურგანის ოლქში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. ამ დროისთვის ცნობილი გახდა 21 დაღუპულის შესახებ. ამის შესახებ TASS-ი რეგიონის სამედიცინო სამსახურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მათ ასევე განმარტეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კვლავ გაიზარდოს.
ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ვითარება ნორმალიზდება.
ამასთან, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კურენკოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კურგანის რაიონში ბუნებრივი ხანძრის ლიკვიდაცია დღეს არის შესაძლებელი.

























