პეტრე ცისკარიშვილი - „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება „რუსული ოცნება“, რადგან ეშინიათ, რომ სიმართლეს გამოიტანს ზედაპირზე

„ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება „რუსული ოცნება“, რადგან ეშინიათ დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის, რომელიც სიმართლეს გამოიტანს ზედაპირზე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილის მტკიცებით, “ქოლ-ცენტრებს” „ქართული ოცნება“ მფარველობს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მოვიყვანოთ ორი ფაქტი, რისი მოწმეებიც პრაქტიკულად ყველა ვართ, მთელი ქვეყანა. პირველი - ჩამოვიდნენ გერმანელი გამომძიებლები, სადაც მივიდნენ, რომელ ორგანიზაციასთანაც დაიწყეს თანამშრომლობა, იყო „ანტიკორუფციული მოძრაობა“ და როგორც კი პირველივე იდენტიფიცირებული “ქოლ-ცენტრის“ სავარაუდო ლოკაციაზე მივიდნენ, ყველაფერი დახვდათ ალაგებული, გაწმენდილი, რადგან სამწუხაროდ, დაუშვეს ეს შეცდომა და შეატყობინეს ქართველ სამართალდამცავებს, რომ ამა და ამ ლოკაციებზე აპირებდნენ მისვლას. ყველაფერი დახვდათ ალაგებული, არანაირი „ქოლ-ცენტრი“ არ იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია ვივარაუდოთ თუ ვინ მფარველობს ამ „ქოლ-ცენტრებს“. მეორე - ამის გაგრძელებაა ის, რომ პარლამენტში მთელი ოპოზიცია, ყველა ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატი, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ფრაქციას წარმოადგენს, ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით. ვინ ეწინააღმდეგება ასეთ საგამოძიებო კომისიის შექმნას? „რუსული ოცნება“ კობახიძე, ღარიბაშვილის მარიონეტები პარლამენტში ისინი არ ქმნიან, არ აჭერენ ღილაკს თითს, რადგან ეშინიათ ასეთი დამოუკიდებელი, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის, რომელიც სიმართლეს გამოიტანს ზედაპირზე“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა