დავით ფაცაციამ II მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, კონსტანტინე ყარამანიშვილს სახლში ესტუმრა ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცა და დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, დავით ფაცაციამ 100 წელს მიღწეულ აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანს ფაშიზმის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლისთვის, თავისუფლების სიყვარულისა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი საკუთარი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და უსურვა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და დიდხანს სიცოცხლე ერთიან საქართველოში.

დავით ფაცაციას განცხადებით, საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში.

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში - ჩვენ დავკარგეთ ასეულ ათასობით თანამემამულე, რომლებიც სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ მსოფლიოს უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ.

ქედს ვიხრი ყველა იმ ქართველის ხსოვნის წინაშე, ვინც თავი შესწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო ცოცხალ გმირებს - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, დიდი პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ერთიან საქართველოში.

თითოეული ჩვენგანი ვალშია მათ წინაშე, სწორედ მათი თავგანწირვისა და შეუპოვრობის დამსახურებით მოიპოვა მსოფლიომ სტაბილურობა და მშვიდობა. ამიტომ, განსაკუთრებით ვზრუნავთ მათზე და ვცდილობთ საქმით გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება.

აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, კონსტანტინე ყარამანიშვილს სახლში ვესტუმრე და ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მივულოცე.

ამ დიდ სამამულო ომში კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - თავისუფლებისათვის ბრძოლაში პირადად თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი ძალიან დიდია. ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენს გვერდით ხართ და გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ თქვენი გამბედაობისა და გმირობის წინაშე“, - განაცხადა დავით ფაცაცია.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს - 300 ლარი გადაურიცხა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს