მედია - ალექსანდრე ლუკაშენკო პუტინის საუზმეს არ დაესწრო - ვრცელდება ინფორმაცია მისი ავადმყოფობის შესახებ

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლში გამართულ სამუშაო საუზმეს არ დაესწრო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა გამარჯვების დღეს მოსკოვში ჩასული დსთ-ს ქვეყნების ლიდერებისთვის გამართა. ამაზე ყურადღება ბელარუსმა ჟურნალისტებმა გაამახვილეს.

ასევე, „რადიო თავისუფლების“ ბელარუსული სამსახურის ცნობით, ლუკაშენკომ წითელ მოედანზე ტრიბუნიდან რამდენიმე ასეული მეტრი ალექსანდრეს ბაღში უცნობი ჯარისკაცის საფლავამდე, ვლადიმერ პუტინისა და სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ავტომანქანით გაიარა.

„რადიო თავისუფლების“ ბელარუსული სამსახური იუწყება, რომ ლუკაშენკოს გამოჩენა აღლუმზე "არაჩვეულებრივად სევდიანი" იყო და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ავად გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას მარჯვენა ხელიც ჰქონდა შეხვეული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური დეტალები არ ვრცელდება.

ცნობისთვის, 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების შვიდი ლიდერი ჩავიდა - ლუკაშენკოს გარდა, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

მათი ჩასვლის შესახებ მხოლოდ წინა დღეს გახდა ცნობილი. მათ ერთობლივი განცხადებები არ გაუკეთებიათ. პუტინმა აღლუმზე გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მოსკოვში ჩასულ ლიდერებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს