ვარშავაში რუსეთის ელჩს წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლის გვირგვინით შემკობის საშუალება არ მისცეს - ისმოდა შეძახილები: „რაშისტი“

უკრაინელმა და პრო-უკრაინელმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩს ვარშავაში, სერგეი ანდრეევს 9 მაისს, პოლონეთის დედაქალაქში წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლის გვირგვინით შემკობის საშუალება არ მისცეს.

მცირე სასაფლაოზე, სადაც მემორიალია განთავსებული, ელჩს რამდენიმე ასეული ადამიანი ელოდა. ასევე იყო ინსტალაცია, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ახსენებდა ამ ქვეყანაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს.

ელჩს და მის თანმხლებ პირებს „რაშისტი“ შეძახილებით შემოეხვივნენ და მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. იყო შეტაკებები. თავად ანდრეევმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის არ დაშავებულა. ბოლოს იძულებული გახდა წასულიყო, მაგრამ აღნიშნა, რომ შეძლებდა მოგვიანებით დაბრუნებას და მაინც გვირგვინით შეამკობდა ძეგლს.

9 მაისს, დილით, ვარშავაში რუსეთის საელჩოსთან აქტივისტების ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის