უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის საბოლოო გეგმები პრეზიდენტის მიერ ჯერ არ არის დამტკიცებული. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
“უმაღლესი მთავარსარდლის - ჩვენი პრეზიდენტის - კაბინეტში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული [კონტრიერიშის] ტერმინებთან და მიმართულებებთან დაკავშირებით. და როდესაც ვინმე რაღაცაზე იწყებს საუბარს, თუნდაც დასავლეთის პატივცემული ინსტიტუტებიდან, დამიჯერეთ: ხალხი, რომელმაც დღეისთვის დაზუსტებით იცის ყველა ჩვენი გეგმა, არ არსებობს. ვინაიდან, საბოლოო გეგმები ჯერ არ არის დამტკიცებული”, - განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, ამჟამად კონტრშეტევის რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
“რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. ყველა მათგანი მუშავდება, იმ პირობებზე დამოკიდებულებით, რომლებიც ამა თუ იმ დროს იქნება და მიიღება ესა თუ ის გადაწყვეტილებები”, - განაცხადა დანილოვმა.