პაველ ჰერჩინსკი - საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია, ეს ქვეყნის და მისი მოსახლეობის ისტორიული არჩევანია - ამ მისწრაფებას ევროკავშირმა უპასუხა

საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია, ეს საქართველოს მოსახლეობის ისტორიული არჩევანია. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“ევროკავშირის ელჩობა საქართველოში ნამდვილი პრივილეგიაა, ასეთ ისტორიულ დროს, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა.

73 წლის წინ ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს თავიანთი უთანხმოებები დაევიწყებინათ და ძალები დიდი სიკეთისთვის გაეერთიანებინათ. დღეს აღვნიშნავთ ევროკავშირის, როგორც სამშვიდობო პროექტის მუდმივ ღირებულებას, მრავალფეროვნებაში, ერთიანი, ყველა წევრი სახელმწიფოს წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის მაგალითს.

ზუსტად ამას, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, კეთილდღეობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას, ადამიანის უფლებების დაცვას და ჩვენი წევრი ქვეყნების მრავალფეროვნების წარმოჩენას იცავს ევროკავშირი.

ეს ის ღირებულებებია, რომლებიც საქართველოსა და ევროპას აკავშირებს. საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია. ეს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ისტორიული არჩევანია. ამ მისწრაფებას ევროკავშირმა უპასუხა და ჩვენმა ლიდერებმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყვიტეს. ევროკავშირმა ასევე გამოაცხადა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზაობა მას შემდეგ, რაც ძირითადი პრიორიტეტები შესრულდება. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება და უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს მიეცა”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში