„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 63 მუნიციპალიტეტში არჩევნებში კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სრულად ფორმირებისა და პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით, პარტიის რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია ოფიციალურად დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 63 მუნიციპალიტეტიდან კანდიდატები 62 მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდნენ. 1 კანდიდატზე მეტი 6 მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაა: წალენჯიხა, წყალტუბო, ქუთაისი, მარნეული, ახალქალაქი და მცხეთა. დარჩენილ 56 მუნიციპალიტეტში თავმჯდომარეებს რაიონული(საქალაქო) ორგანიზაციების დელეგატები აირჩევენ.

„არჩევნები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებში 17-20 მაისამდე პერიოდში გაიმართება. კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ჩასატარებელი არჩევნების ზუსტი თარიღები 15 მაისს გახდება ცნობილი.

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ამომრჩევლობის მსურველ პირებს რეგისტრაციის გავლა, როგორც ელექტრონული ფორმით ვებგვერდზე - https://unmelection.com , ისე არაელექტრონული გზით, მონაცემების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის კანცელარიაში (თბილისი, კახეთის გზატკ. N45ა) წარდგენის ფორმით, ამ მომენტიდან 2023 წლის 14 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო