საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოს გარეშე არ არის სრული , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
უსუფაშვილის განცხადებით, ევროპა არის ერთიანობა, ხალხის ერთად დგომა.
“გილოცავთ ევროპის დღეს საქართველოში. საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოს გარეშე არ არის სრული. მინდა ყველას ვუსურვო, რომ ერთად ვიზეიმოთ შემდეგი ევროპის დღეები და არ იყოს ღონისძიება, სადაც მთავრობა არ მოდის, იმიტომ რომ პრეზიდენტია. ოპოზიცია არ მიდის, იმიტომ რომ უმრავლესობაა, ეს არ არის ევროპა. ევროპა არის ერთიანობა, ხალხის ერთად დგომა, ეს საქართველოშიც მალე მოვა” , - განაცხადა უსუფაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"