ენტონი ბლინკენი - უკრაინას ყველაფერი გააჩნია, რაც საჭიროა დაპყრობილი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის

უკრაინას ყველაფერი საჭირო გააჩნია 24 თებერვლიდან დაპყრობილი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მათ გააჩნიათ… ყველაფერი საჭირო იმისთვის, რომ გააგრძელოს საკუთარი ტერიტორიების წარმატებით დაბრუნება, რომლებიც რუსეთის მიერ ბოლო 14 თვის განმავლობაში იქნა დაპყრობილი”, - განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საუბარია არა მხოლოდ შეიარაღებაზე, არამედ ადამიანების მომზადებაზეც.

“ეს დარწმუნებაა იმაში, რომ უკრაინელები შეძლებენ იმ სისტემების მომსახურებას, რომლებსაც ჩვენ ვაწვდით, და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სწორი გეგმები ჰქონდეთ, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ”, - აღნიშნა ბლინკენმა.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა