ევროკავშირის წარმომადგენლობა - მადლობა საქართველო

ევროკავშირის წარმომადგენლობა - მადლობა საქართველო

სასიამოვნოა ევროკავშირის ფერებში განათებული თბილისის ნახვა ევროპის დღეს, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც ევროკავშირის დროშის ფერებში განათებული თბილისი და ბათუმი ჩანს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მადლობას უხდის.

„ყოველთვის სასიამოვნოა ევროკავშირის ფერებში განათებული თბილისის ნახვა ევროპის დღეს.

მადლობა საქართველო!“, - წერია ინფორმაციაში.

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ. ევროპის დღეები საქართველოში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

ინფორმაციისთვის, ევროპის დღე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. შუმანმა წარმოადგინა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ კონცეფციამ საფუძველი ჩაუყარა იმ გაერთიანებას, რომელსაც დღეს ევროკავშირი ეწოდება.