უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, რუსეთი კვლავ ბლოკავს უკრაინის პორტებში გემების მარცვლეულით დატვირთვის პროცესს, რათა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიკვებოს ხალხი, ვისაც ეს სჭირდება.
ელჩი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სიტყვებს ციტირებს, რომლის თქმითაც, რუსეთი ადამიანების შიმშილს უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღად იყენებს.
„მსოფლიოს არ უნდა სჭირდებოდეს, მოსკოვს ყოველ რამდენიმე კვირაში შეახსენოს, რომ შეწყვიტოს ადამიანების შიმშილის უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღად გამოყენება, - აცხადებს ბლინკენი.
ცნობისათვის, გუშინ გაერო-მ განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში გემების ინსპექტირება ორი დღეა შეჩერებულია.