გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 მაისს 12:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ზაჰესში ავჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, “ყარადაღ-თბილისის" დ 700 მმ-იანი მაგისტრალურ გაზსადენზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, მიმდინარე წლის 10 მაისს, 6:00 საათიდან 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდება „ახალი სამგორისა“ და „ნასა+“- ის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

„კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალ სამგორს, პატარა გამარჯვებას, დიდ გამარჯვებასა და ფოლადაანთ კარს.

გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში, საავარიო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.